ინფორმაციული ომი - საქართველოს დასავლური გზის წინააღმდეგ

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველომ დაიწყო დასავლეთისკენ სვლა,რაც მოიცავდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას. განხორციელდა არაერთი დახმარების პროექტი, როგორც ფინანსური ასევე ჰუმანიტარული. პანდემიის დროს კი უფრო მკაფიოდ დავინახეთ თუ რამდენად მნიშნველოვანია ჩვენთვის დასავლეთი.

პრო-რუსული ჯგუფები და ელჩები
რუსეთის ფედერაცია დაუღალავად ცდილობს რომ შეაცვლევინოს საქართველოს მიმდინარე პრო-დასავლური ვექტორი. ჩრდილოელი მეზობელი აქტიურად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას კავკასიაში, ხოლო ჰიბრიდული ომის პირობებში მის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო რთულდება. პრო-რუსული ჯგუფების მიერ დიპლომატიური კორპუსის მიმართ ანტიდასავლური განცხადებები ახალ ფენომენს არ წარმოადგენს. წლების განმავლობაში აღნიშნული ჯგუფები, სხვადასხვა მესიჯებს ავრცელებდენ ელჩების მიმართ, რომ ისინი "გვმართავენ", "ჩვენს საქმეში ერევიან" და "მიუღებელ ღირებულებებს თავს გვახვევენ", თუმცა 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაახშირა დისკრედიტაციის კამპანია დასავლელი ეჩების მიმართ,როგორც სხვადასხვა მედიების ისე პოლიტიკოსების მხრიდან.

რუსული სამყაროსთვის განსაკუთრებით მკვეთრი სიგნალი იყო, 5 ივლისის აქციაზე მოძალადე, პრო - რუსული ჯგუფების მიერ ევრკოკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტი. 7 ივლისს, აღნიშნულმა ჯგუფებმა, ძალადობის წინააღმდეგ მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ დროშა ხელმეორედ ჩამოხსნეს და ვანდალურად დაწვეს.

ევროკავშირის დროშის განადგურების კამპანია ისევ გააქტიურდა, 22 ივლისს მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “აიისა”-ს საქმეში მეათე მუხლის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა. ანტიდასავლური გზავნილის, თითქოს დასავლეთი ქართულ ღირებულებებს ებრძვის, მიზეზით სხვადასხვა პირები, საზოგადოებას, ევროკავშირის დროშის განადგურებისკენ მოუწოდებდნენ.

„პრინტერზე ბეჭდავ ევროკავშირის დროშას, პატარას, იღებ დროშას, იღებ სანთებელას, წვავ და თაგავ ორ მეგობარს და ამბობ, რომ თუ ევროპა არის თამარ მეფის პრეზერვატივზე დახატვა, აი ეს არის ჩემი პასუხი, ვთაგავ ჩემ ორ მეგობარს, ამას და ამას. გავაკეთოთ ჩელენჯი!“
ზურა მახარაძე
ალტ- ინფოს წამყვანი
ახლა ვაპირებ ამ ნაგვის დაწვას იმიტომ რომ პატარათი გული მოვიფხანო. სხვა მეტი რა შემიძლია. და საერთოდ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ რომ ვიძახით ევროპა გვინდა, ევროპა გვინდა, ევროპას რისთვის ვუნდივართ ჩვენ. რაც შეეხება იმაზე წიკვინს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ნებისმიერი ჩვენი მეზობელი არის ოკუპანტი და რუსეთიც არის ოკუპანტი... 30 წელია ვიძახით, ოკუპანტია, ოკუპანტია. ყველა ოკუპანტია ჩვენს გარშემო, ამიტომ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, ღირსება და დაველაპარაკოთ ამ ოკუპანტს რომ გაჩერდეს და შეწყვიტოს ოკუპაცია. რაც შეეხება, ამ სიბინძურეს (მიუთითებს ევროკავშირის დროშაზე) ეს სიბინძურე ვიყიდე 6 ლარად და ვაგზალზე და თუ სურვილი გაქვთ 6 ლარი ღირს ეს ნაგავი”.
შოთა მამულაშვილი
ერთობა, რაობა, იმედი
ალტ -ინფოს მიერ, ევროკავშირის დროშის განადგურების კადრებს, ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ ალექსანდრ დუგინი შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა "საქართველოს ვაღმერთებ"





"ღირებულებების ომში" ჩართული პრო- რუსული ძალები ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ დასავლეთის საპირწონედ, რუსეთი დგას და 5 ივლისის მოვლენები არა საქართველოს მოქლაქეთა გამოხატვის თავისუფლება, არამედ დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ელჩების მიერ თავს მოხვეული მიუღებელი ღირებულებების დემონსტრაცია იყო.

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შალვა ძებისაშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატთა დისკრედიტაციის კამპანია, უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის შეფერხებას ისახავს მიზნად
ავტორი
ილია ჯახაია
2021
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website